top_leaderboard

რუსეთის ძალებმა სუმის ოლქზე ავიადარტყმა განახორციელეს, დაშავებულია სამი პირი

რუსეთის ძალებმა სუმის ოლქზე ავიადარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მართვადი ავიაბომბი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ავიაიერიშის შედეგად დაშავებულია ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული პირი.

სუმის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი.

ავიადარტყმის შედეგად დანგრეულია მრავალსართულიანი შენობის ერთი სადარბაზო. ადგილზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ