top_leaderboard

დავით ქართველიშვილი ბუბა კიკაბიძესა და ნანი ბრეგვაძეზე: ესენი იცით ვის მახსენებენ? იუდა ისკარიოტელს, რომელიც წლები ტკბებოდა უფალთან სიახლოვით, ბოლოს ყველაფერს უღალატა და სისხლიანი 30 ვერცხლის აღებაზე შეჯერდა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართველი ცნობადი ხელოვანების რადიკალიზმში ჩართულობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ისტორიას არ უყვარს უმადურობა, ამის “ბუმერანგი” ძალიან მტკივნეულად უბრუნდება ჩამდენს”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე, სსრკ-ს არსებობის დროს,  ანსამბლი “ორერას” ეპოქაში, მსოფლიოს 90 ქვეყანაში იყვნენ გასტროლებზე.

მისი განმარტებით, ბუბა კიკაბიძეს პოლიტიკაში რომ არ ჩართულიყო და სწორი პოზიცოა დაეჭირა, მისი გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე რომელიმე ქუჩას მისი სახელი ერქმეოდა მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად. დღეს კი, გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ის აღარავის ახსოვს.

დავით ქართველიშვილის განმარტებით, ასეთივე ბედი ელის ყველა “ვარსკვლავს”, რომელმაც საკუთარი ბედ-იღბალისა და ნიჭის განვითარებას უმადურობით უპასუხა.

“მსოფლიოს 90 ქვეყანა, ხუთ კონტინენტზე მოიარა გასტროლებით “საზიზღარ” და “ჩაკეტილ” საბჭოთა ეპოქაში ანსამბლმა “ორერამ”, რომელმაც ათობით ვარსკვლავს ჩაუყარა საფუძველი ესტრადაზეც და კინემატოგრაფიაში. მათ შორის, აწ განსვენებულ ბუბა კიკაბიძეს და სსრკ-ს სახალხო არტისტს, აწ შიგ -ევროპელ, ნანი ბრეგვაძეს.

ისტორიას არ უყვარს უმადურობა, ამის “ბუმერანგი” ძალიან მტკივნეულად უბრუნდება ჩამდენს. თავის დროზე, დიდ ბუბას საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე რომ არ ჩაედინა, დღეს მისი სახელი რეზო ლაღიძის, პეტრე გრუზინსკის და სხვა გამოჩენილი ქართველების რიგში, პატივისა და მადლიერების სინონიმად იქცეოდა. მის სახელს – რომელიმე ქუჩა ატარებდა დღეს. მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გვიახლოვდება – ვიღას ახსოვს, ან საკუთარ “ბაბლში”, ან მის მიღმა.

ასეთივე ბედი ელის ყველა იმ “ვარსკვლავს”, რომელმაც საკუთარ იღბალს და ნიჭის განვითარებას – უმადურობით უპასუხა. ესენი იცით ვის მახსენებენ? მაცხოვრის მოციქულ იუდა ისკარიოტელს, რომელიც წლები ტკბებოდა თვით უფალთან სიახლოვით, მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, როგორც მისი “მეჭურჭლეთუხუცესი”, მაგრამ ბოლოს ყველაფერს უღალატა, ყველაფერი გაყიდა და ღმერთმოძულეთა და მდევნელთა ხელით – სისხლიანი 30 ვერცხლის აღებაზე შეჯერდა…”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ