top_leaderboard

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეკატერინბურგში ტერაქტი აღკვეთეს.

დაკავებულია ოთხი მოზარდი, რომლებიც, უწყების მტკიცებით, ბომბის აფეთქებას ხალხმრავალ ადგილას გეგმავდნენ.

„ეფესბეში“ ამბობენ, რომ ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები. დაკავებულები 2007 და 2008 წლებში დაბადებული რუსეთის მოქალაქეები არიან.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ორ მათგანს ბრალი წაუყენეს ტერორისტული აქტის მომზადებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო ფლობაში. ამასთან, გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავშირებულია პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში. შემთხვევა 2024 წლის 22 ნოემბერს მოხდა.

ასევე იხილეთ