top_leaderboard

BBC: ჯო ბაიდენი ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ ისრაელისთვის 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აცნობა.

BBC-ის ინფორმაციით, იარაღის აღნიშნული პარტია მოიცავს რაკეტებს, ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალებს.

ამ ნაბიჯის განხორციელება საჭიროებს გადაწყვეტილების დამტკიცებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტებისგან.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების მოიერიშე თვითმფრინავების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.

ასევე იხილეთ