top_leaderboard

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ღამის განმავლობაში რუსეთის ხუთი რეგიონის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 61 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ხუთი რეგიონის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 61 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აქედან 37 დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქის თავზე, 20 კი – ბრიანსკის. დრონები ასევე ჩამოაგდეს ვორონეჟის, ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქებში.

როსტოვის ოლქის ორ დასახლებში უპილოტო საფრენი აპარატის ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაზიანებულა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა ღამით იერიში მიიტანეს ქალაქ ტაგანროგზე და მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე.

ასევე იხილეთ