ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს, 5 იანვარს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმლის დანთებისას გაჩნდა.