ზაალ ანჯაფარიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი – ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა”.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს, მანამდე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს ჩამოსვლა, და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი – ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით, ყინული რომ იტყვიან დაიძრა. საკითხავი ისაა მოიყოლებს თუ არა ის ქვეშ ოპოზიციას.
P.S. მანამდე იგულაონ ცოტა ხანი კიდევ რუსთაველზე”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.