გიორგი გამსახურდია: არ იქნება ურიგო, გადავხედოთ 91-92 წლების მოვლენებს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებას, რომლებიც შევარდნაძის და სააკაშვილის მთავრობამ დადო – ამის მორალური უფლება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს
„მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლების მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველომ, თანამედროვე მსოფლიოსა და პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს, ასევე, უნდა გადაიხედოს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს დადებული ყველა მავნებლური ხელშეკრულება.
„მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება, მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში“, – წერს გიორგი გამსახურდია.