top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკი: გასულ ხუთ თვეში რუსეთმა კურსკის რეგიონში, დაახლოებით, 15 000 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ხუთ თვეში რუსეთმა კურსკის რეგიონში, დაახლოებით, 15 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც აგვისტოში უკრაინელების მხრიდან მასობრივი შეჭრით დაიწყო, შექმნა ბუფერული ზონა, რაც ხელს უშლის რუსულ ძალებს, განლაგდნენ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის მთავარ ხაზზე.

„რუსებმა კურსკის რეგიონში განალაგეს ძლიერი დანაყოფები, მათ შორის, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტს ახლა არ შეუძლია მთელი ეს ძალა მიმართოს ჩვენს სხვა ტერიტორიებზე, კერძოდ, დონეცკის რეგიონში, სუმში, ხარკოვში ან ზაპოროჟიეში. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც ომს რუსეთის სახლში აბრუნებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკვე ხუთი თვეა, რუსეთში, კურსკის რეგიონში, უკრაინელების შეტევა გრძელდება.

ასევე იხილეთ