ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა
ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ ინდონეზია BRICS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინდონეზიამ, რომელიც მოსახლეობის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მანამდე გამოთქვა სურვილი გამხდარიყო BRICS-ის წევრი ე.წ. გლობალური სამხრეთის ინტერესების ხელშეწყობისთვის.
“ინდონეზია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იზიარებს მხარდაჭერას გლობალური მმართველობის ინსტიტუტების რეფორმისთვის და პოზიტიური წვლილი შეაქვს გლობალურ სამხრეთში თანამშრომლობის გაღრმავებაში”, – განაცხადა ბრაზილიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ორგანიზაციას თავმჯდომარეობს.