დამასკოს აეროპორტმა საერთაშორისო ფრენები აღადგინა
დამასკოს აეროპორტმა საერთაშორისო ფრენები აღადგინა. კომერციული საერთაშორისო რეისები სირიაში 8 დეკემბრიდან იყო შეწყვეტილი, როდესაც ამბოხებულთა ძალები სირიის დედაქალაქში შევიდნენ და ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა.
როგორც სააგენტო “ფრანს პრესს” სირიის ავიახაზებში განუცხადეს, დღეიდან განახლდა რეისები დამასკოდან დუბაიში.
ამასთან, ავიაკომპანია „კატარის ავიახაზებში“ განაცხადეს, რომ 13 წლის განმავლობაში პირველად სირიის დედაქალაქში ფრენებს აღადგენენ.
7 იანვრიდან ავიაკომპანია ყოველკვირეულად სამ რეისს შეასრულებს.