top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: დღეს “ფეისბუკმა” აღიარა, რომ მათთვისაც “ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კომპანია Meta-ს მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის შეწყვეტაზე წერს. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ფეისბუკმა დღეს აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“.

“წლებია ფეისბუკის მთავარი ცენზორები ნაცმოძრაობის ხელისუფლების თანაშემოქმედები და შემდეგ ენჯეო-სექტორში შეფარებული პროპაგანდისტები სერგი კაპანაძე (FactCheck) და თამარ კინწურაშვილი (MythDetector) არიან.

დღეს ფეისბუკმა აღიარა, რომ მათთვისაც „ნათელი გახდა, რომ ორგანიზაციები ფაქტების შემოწმებისას პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“. აღმოჩნდა, რომ ამ ენჯეობში უცხო ხელისუფლებების მიერ ჩასხმული მილიონები, რომელსაც ასე ღიად გვამადლიან, საბჭოთა სტილის პარტიულ ცენზურაში დახარჯული ფული იყო და ფეისბუკი ამ მანკიერ სისტემას აუქმებს.

ამ აღიარებით, ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რა სქემით აქციეს რადიკალურმა ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა და დამფინანსებლებმა ფეისბუკი საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ