უკრაინული მედია: რუსეთის ჯარი დონბასში, ხარკოვსა და კურსკში წინ მიიწევს
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში, აგრეთვე კურსკის ოლქში წინ მიიწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუსულმა არმიამ წინ წაიწია ტორეცკის, კურახოვოს, ნოვოვასილიევკას, სლავიანკას მიმართულებებით. ოკუპანტები აგრეთვე წარმატებას აღწევენ დონეცკის ოლქის სოფელ ნესკუჩნოესა და იანტარნის მიმართულებებით.
რუსეთის არმიამ წარმატებას მიაღწია აგრეთვე სოფელ დვურეჩნოეს მიმართულებით, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს. ამასთან ერთად, მათ წინ წაიწიეს სოფლებში ნოვოივანოვკა და ნოვაია სოროჩია. ეს დასახლებული პუნქტები კურსკის ოლქში მდებარეობს.