top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე: ეს არის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს

“ეს არის მისთვის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნაზე.

“ეს არის სალომე ზურაბიშვილისთვის ჯილდო იმისათვის, რომ უფრო ერთგულად ემსახუროს გარე ძალებს და სხვა ქვეყნების ინტერესებს. მეორე მხრივ, მას უკვე სტატუსი აღარ აქვს დარჩენილი და იგი არის მხოლოდ ქალბატონი ზურაბიშვილი, აღარ არის პრეზიდენტი და თითქოსდა ამით (ჯილდოთი) სტატუსის მინიჭების მცდელობაც არის, რომელიც ჩვენი მოსახლეობის თვალში ვერ გაზრდის ქალბატონი ზურაბიშვილის წონას”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ