top_leaderboard

კლდიაშვილი META-ს გადაწყვეტილებაზე: ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან იდგნენ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანები

„იმედის“ წინააღმდეგ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი იარაღი იყო ის, რომ რაღაც გამოგონილი სტატიებით შეექმნათ იმის იმიჯი, რომ თითქოს „იმედი“ ავრცელებდა ყალბ ამბებს და ამასთან META -ს არანაირი შეხება არ ჰქონდა“, – ამის შესახებ „იმედის“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა კლდიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა META-ს გადაწყვეტილებას, გააუქმოს „fact-checking“-ის პროგრამა.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანები და მათ შორის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები. ახლა იმაზე რომ ვისაუბროთ, რომ ისინი მიუკერძოებლები იყვნენ, მგონი, არასერიოზული იქნება. „იმედის“ წინააღმდეგ მათი მთავარი იარაღი იყო ის, რომ რაღაც გამოგონილი სტატიებით შეექმნათ იმის იმიჯი, რომ თითქოს „იმედი“ ავრცელებდა ყალბ ამბებს, რაც, როგორც ადრე ვთქვით, ამასთან META -ს არანაირი შეხება არ ჰქონდა.

ყველაფრის უკან იდგნენ სწორედ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც, გვჯერა, რომ ძალიან მალე ამას ვეღარ მოახერხებენ. META -ს განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ 2016 წელს, როდესაც ეს პროექტი შეიქმნა, თავიდან იყო მიზანი, რომ ყალბი ამბების წინააღმდეგ ებრძოლათ, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ META-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი იქცნენ სიტყვის თავისუფლების ჩამხშობად“, – აღნიშნა კლდიაშვილმა.

ასევე იხილეთ