top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე: ზელენსკის განცხადებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა თავად უკრაინაში არსებული კორუფცია დაიმალოს

„ზელენსკის განცხადებები, როგორც ჩანს, არის მცდელობა თავად უკრაინაში არსებული კორუფცია იქნეს დაფარული და დამალული“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება არის სხვაზე ხელის გაშვერის მაგალითი, რომ დაიმალოს უკრაინაში არსებული კორუფცია.

„არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებდა, რომ მათ შორის ომის პერიოდში და გახსოვთ თქვენ კონკრეტული ჩინოვნიკებიც იყვნენ მხილებულები და პასუხისმგებლობაში მიცემულები. განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ, ასევე, საქართველოს ღიად ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომის ცხელ ფაზაში.

აქედან გამომდინარე, თუ რაიმე კორუფციული გარიგებები არსებობდა, ეს უნდა იყოს შესწავლილი შესაბამისი ორგანოების მიერ, მაგრამ ზელენსკის ეს განცხადება როგორც ჩანს, არის სხვაზე ხელის გაშვერის მაგალითი საიმისოდ, რომ დაიმალოს თავად უკრაინაში არსებული კორუფცია“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ