top_leaderboard

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას შეახსენა, რომ ევროკავშირში წევრი სახელმწიფოები ერთობლივად და ერთხმად წყვეტენ ახალი წევრების მიღებას

JPG edited with https://ezgif.com/resize

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკრიტიკა უკრაინის უმაღლეს რადაში რეგისტრირებული კანონპროექტი საომარი მდგომარეობის დროს რუსული ნავთობისა და გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აგრესიულად გამოეხმაურა გუშინდელ ინფორმაციას გაზის ტრანზიტის შეჩერების შედეგად ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ და დღეს უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიზანია რუსეთიდან ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დახურვა ომის დროს. ამასთან დაკავშირებით, უნდა გავამახვილოთ ჩვენი უკრაინელი კოლეგების ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არსებობს რეალობა, უფლებები და მოვალეობები“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

რეალობა: ევროკავშირში წევრი სახელმწიფოები ერთობლივად და ერთხმად წყვეტენ ახალი წევრების მიღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა თითოეული წევრი სახელმწიფოს ხმა.

უფლებები: ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს, საიდან და რა მარშრუტით მიიღებს თავისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგომატარებლებს. არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნებს დააწესოს უფრო ძვირი და გაურკვეველი ენერგიის შესყიდვები.

მოვალეობები: ქვეყანა, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით. ამიტომ, ბუნებრივი აირის ან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების ჩაკეტვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინს“, – დასძინა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ