ლევან მაჭავარიანი: არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, ჩვენ ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის
„ჩვენ არ გვაპატიეს ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუშვით მოხალისეები უკრაინაში. არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ის ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში.
„ჩვენ ვერ გვაპატია დასავლელი მეგობრების დიდმა ნაწილმა ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ინდივიდუალური მანევრის უფლება, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო. ჩვენ არ გვაპატიეს ის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავუშვით მოხალისეები უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა. არ გვაპატიეს, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ, რაც პირდაპირ ჩამოშლიდა ჩვენ ეკონომიკას. ქვეყანას ვერანაირად ვერ გავწირავთ განადგურებისთვის და სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის ვიქნებით ჩვენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში“,- აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.