მაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“თქვენ გყავთ რუსეთი, რომელსაც სურს არქტიკის მეფე გახდეს. მას 60-ზე მეტი ყინულმჭრელი ჰყავს, რამდენიმე მათგანი ატომურია. ჩვენ გვყავს ორი, რომელთაგან ერთი დაიწვა”, – ციტირებს Reuters-ი უოლცს.
“საუბარია კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე, ბუნებრივ რესურსებზე. საუბარია იმაზე, რომ პოლარული ყინულის დნობასთან ერთად, ჩინელები ყინულმჭრელებს აშენებენ და ნელ-ნელა მიიწევენ წინ. იქ არის ნავთობი და გაზი. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა”,– დასძინა უოლცმა.
ცნობისთვის, ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.