პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „დიფ სთეითზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება.
მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არის მონების ჯგუფი, რომელიც თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას, შესაბამისად, საქართველოსაც ისევე სჭირდება მათგან გათავისუფლება, როგორც აშშ-ს სჭირდება „დიფ სთეითისგან“.
„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოსაც ზუსტად ისევე სჭირდება რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.