top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა მათი მთავარი ბრალდება

“დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ნახო ვინ ებრძვის საქართველოს გარედან: საფრანგეთის და გერმანიის ის ხელისუფლება, რომელსაც თავზე დაემხოთ საკუთარი პარტიების რეიტინგი, და აგერ სულ მალე საკუთარ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები ელით, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა მთავარი ბრალდება. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მათ იციან, რომ ვერაფერს ახერხებენ, თუმცა, იმ დიდ ფინანსურ რესურს, რაც საქართველოში რევოლუციის მოსახდენად იყო გამოყოფილი, უკვე ბოლომდე გახარჯვა თუ არა ჯიბეში ჩადება სჭირდება.

“დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ნახო ვინ ებრძვის საქართველოს გარედან: საფრანგეთის და გერმანიის ის ხელისუფლება, რომელსაც თავზე დაემხოთ საკუთარი პარტიების რეიტინგი, და აგერ სულ მალე საკუთარ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები ელით, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია, ნატოში უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ უსაქმოდ წამოწოლის მაგივრად ალიანსის უსაფრთხოებისათვის უკვე სერიოზული წვლილის შეტანას სთხოვს, კეზერაშვილის ფულზე გაყიდული ამერიკელი ჯო უილსონი, რომელსაც თითქოს მეტი საქმე არ აქვს გარდა კორუმპირებული ცხვირის ჩაყოფისა საქართველოს საშინაო საქმეებში, ბოროტ მასხარად ჩამოყალიბებული უკრაინის დამღუპველი ზელენსკი, რომელსაც ფრონტის ხაზზე წარუმატებლობა წარუმატებლობაზე აქვს, ისიც კი საქართველოსთვის იცლის თურმე. აბა დავფიქრდეთ რაშია საქმე, ვინმეს სჯერა ნომერ პირველი გამოწვევა მსოფლიოში საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე ანტისახელმწიფოებრივ ანკლავად ჩამოყალიბებული მცირე ჯგუფის გაუაზრებელი პერფორმანსების მხარდაჭერაა, ან მათ მმართველი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების, პეტიციების და „დანოსების“ განხილვაა უცხოური პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი.

რა თქმა უნდა არა, ვინ ვინ და სწორედ უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად და ლეგიტიმურად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე მშვენივრად იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა, მათ მთავარი ბრალდება, ისიც იციან რომ ვერაფერს ვერ ახერხებენ, უბრალოდ იმ დიდ ფინანსურ რესურს რაც საქართველოში რევოლუციის მოსახდენად იყო გამოყოფილი, უკვე ბოლომდე გახარჯვა თუ არა ჯიბეში ჩადება სჭირდება, თან უნდათ მოასწრონ, ბოლომდე დაყარონ ნაგავი ბარიკადებად, რომლის გატანა და პოლიტიკური ველის დასუფთავება არც თუ ადვილი საქმე იქნება, შესაბამისად სწორედ ამ გზით მიდიან, თუმცა მთავარს ვერ ითვალისწინებენ, სწორედ ასეთმა გაუაზრებელმა მიდგომამა მიიყვანა ისინი ჯერ არჩევნებში მარცხამდე და აუცილებლად მიიყვანს საბოლოო პოლიტიკურ კრახამდე”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

ასევე იხილეთ