top_leaderboard

გიორგი ვოლსკი 3 ოპოზიციური პარტიის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მიმართვაზე: შეთქმულების ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ჩვენს სტაბილურობას უპირისპირდებიან

„ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. შეთქმულების ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ჩვენს სტაბილურობას უპირისპირდებიან”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„მათ ლიდერად შეიძლება წარმოვიდგინოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც ამავე დროს ფინანსდება და იმართება უცხოეთიდან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

ასევე იხილეთ