დავით ქართველიშვილი: რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, სულ ახლო მომავალში, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი კიდევ უფრო ხშირად იქნება წარმოდგენილი ყველა არსებულ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის, საკუთარ სახლშიც – მასპინძლის პოზიციებიდან.
„ვერ გშველით, ხომ ხედავთ, ეს ათასდოლარიანი პოლიტიკური „პუტანები”. ჯო ვილსონზე ფულის ტყუილად ხარჯვას – ბავშვებს კანფეტები უყიდეთ. თუმცა, ხარისხიანი კანფეტიც ხომ რუსულია – აქაც ჩიხში ხართ შესული. არ უსმენენ თქვენს უილსონს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტირების მოთხოვნის მორიგი განცხადების გამოქვეყნება ვერ მოასწრო, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მისი ამერიკელი კოლეგის მოწვევით, რამშტაინის შეხვედრას ესწრებოდა. რამშტაინის ფორმატი აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით. აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი ამ შეხვედრაზე თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო. ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა თავის კოლეგებს, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო. ზოგადად, ღმერთმა ქნას, რომ უკანასკნელიც, ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინაში ომის დასასრული რამშტაინის ფორმატსაც წერტილს დაუსვამს.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მალტაში გამართულ ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ეს არის ქვეყნის მთავრობის რიგით მეორე მინისტრის წარმომადგენლობით საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობის ფაქტი. სულ ახლო მომავალში, საქართველოს მინისტრთა კაბინეტი კიდევ უფრო ხშირად იქნება წარმოდგენილი ყველა არსებულ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის, საკუთარ სახლშიც – მასპინძლის პოზიციებიდან“, – წერს დავით ქართველიშვილი.