top_leaderboard

ირაკლი ქადაგიშვილი კომისიის შექმნაზე: ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია

„ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მიზანი არ გახლავთ რაიმეზე ისეთი ტიპის შეტევის განხორციელება, რა სტრატეგიითაც მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ალბათ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ. მათ შორის, ის საკითხი, რომ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით.

აქ ხაზგასმით აღვნიშნავ მე ერთ რამეს, რომ ეს იქნება პროცესი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და თავიდან ბოლომდე საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული. ჩვენი მიზანი არ გახლავთ რაიმეზე ისეთი ტიპის შეტევის განხორციელება, რა ტიპითაც თუ რა, ასე ვთქვათ, ტაქტიკით, სტრატეგიით მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე და სამართლებრივად სრულად უზრუნველყოფილი პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ასევე იხილეთ