აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს მასშტაბური სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს მასშტაბური სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლების შემცირებას.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციებია რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ, რომელიც კრემლის ომის მანქანის ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროა“.
კერძოდ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს Gazprom Neft-სა და Surgutneftegas-ს.
„სანქციების ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ დავარტყათ რუსული ნავთობის მოპოვებისა და განაწილების ჯაჭვის ყველა ეტაპს“, – აღნიშნეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.