დაჩი ცაგურია: ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი
„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში”, – განუცხადა „ქრონიკას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სიტუაცია იყო. ჩემს ნათესავებს და ბევრ ახლობელს, ტელეფონზე რომ დამერეკა და ეპასუხათ, მაგის ეშინოდათ. ზოგიერთი, ქუჩაში რომ მხვდებოდა, ვერ მესალმებოდა და გვერდს მივლიდა, ვითომ, ვერ დამინახა.
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი, იმის ძალა და ნება, რომ სამართალი აღასრულოს და შეფასდეს, რა ხდებოდა იმ პერიოდში“, – განაცხადა ცაგურიამ.