ლევან ნიკოლეიშვილი: უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ
„ასეთი ვაჟკაცის დანახვაზე პოლიციის ლანძღავას რომ დაიწყებ ე.ი. რა დღეში გაქვს ნერვები. მათივე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ“– წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელების მისამართით გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კადრები გადახვიონ და კარგად ნახონ როგორ ექცევა წამყვან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელები მათსავე აგრესიულ ზღვარს გადასულებს.
„ასეთი ვაჟკაცის დანახვაზე პოლიციის ლანძღავას რომ დაიწყებ ე.ი. რა დღეში გაქვს ნერვები. თუმცა რა გასაკვირია, როცა ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს ლანძღავენ, მომღერლებს სიმღერას უშლიან და მოცეკვავეებს ცეკვას, ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხესთან მისვლას, ტვ იმედს კი ხელმეორედ დარბევა, დაწიოკებას უპირებენ, მღვდელმსახურებს კი გაკრეჭვას…გმირი ბიჭების ცხედრებს უპატრონოდ ტოვებდნენ ომში, ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდნენ, სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთზე აჩუქებდნენ…საკუთარ ქვეყანაზე “დანოს დანოსზე” წერენ, ყველაგან საქართველოს დასჯას სთხოვენ უცხოელებს. მათივე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე მყოფ პოლიციელს დასანახავად ვერ იტანენ, სამაგიეროდ პოლიციაზე მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს და ცოცხლად დაწვის მსურველებს გმირებად აცხადებენ. ეს ჭინკებად ქცეულები ცუდად ხდებიან სიმშვიდის და პოლიციელის დანახვაზე. კადრები გადახვიონ და კარგად ნახონ როგორ ექცევა წამყვან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელები მათსავე აგრესიულ ზღვარს გადასულებს“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.