top_leaderboard

ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის თანახმად, არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა, კირბი აცხადებს, რომ „ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები ვაჭრობის მონეტა გახდებოდა“.

„ეს {რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება} რომ სანქციები გახდება ვაჭრობის მონეტა, როდესაც უკრაინას მოუნდება ამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, – აცხადებს ჯონ კირბი. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, – აცხადებს ზელენსკი. 

ასევე იხილეთ