გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს
„ოცნებამ“ ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს, არა? ნატო-ს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!“ – აღნიშნა გახარიამ.
წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა:
„შემოტყუებით, როგორც მინიმუმ“.