ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხრეთით.
მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა, 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესი საომარ ველს შეადარა.