უკრაინამ ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დაატყვევა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დაატყვევა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხში გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში დაიჭრნენ და ისინი გადაიყვანეს კიევში, სადაც მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან.
„რუსები და ჩრდილოეთ კორეის სხვა სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში სხვა ქვეყნის – ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის მტკიცებულება არ იყოს“, – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჩაჰბარდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების №84 ტაქტიკური ჯგუფის უკრაინელ ჯარისკაცებს.
„როგორც ყველა პატიმარი, ასევე, ჩრდილოეთკორეელი 2 სამხედრო უზრუნველყოფილია საჭირო სამედიცინო დახმარებით. დავავალე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რომ ჟურნალისტებს ამ პატიმრებთან წვდომა მიეცეთ. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება“, – დასძინა ზელენსკიმ.