top_leaderboard

არჩილ გორდულაძე სანქციებზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ავადსახსენებელი, უბედური ომი და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხება”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ სანქციების გაუქმებაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

კითხვაზე, ევროპაში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული სანქციები, შესაძლოა, ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმოს, აქვს თუ არა მას მსგავსი მოლოდინები, გორდულაძემ აღნიშნა, რომ სანქციები უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად გაუქმდება და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხებაც“.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები შიშობენ, რომ მათი დაკვეთითა და გავლენებით მიღებული გადაწყვეტილებები გაუქმდება.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი, რომელიც ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იყო მიღებული, გაუქმდება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ავადსახსენებელი, უბედური ომი და ამავდროულად, დაიწყება „დიფ სთეითის“ დამარცხება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ყველა ურთიერთობა თანასწორობაზე იქნება დაფუძნებული და რაც მთავარია, ყველა გადაწყვეტილებას ექნება ობიექტური საფუძველი და არა ის, რომ ეს ვიღაცას ასე მოუნდა”, – აღნიშნა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ