top_leaderboard

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დააკავეს.

მანამდე, კიევში და დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარები რუსეთის მხარეს ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.

როგორც ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები კიევში არიან გადაყვანილი და მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

“როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ეს ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას”, – დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჟურნალისტებს მათთან საუბრის საშუალება უნდა მიეცეთ.

ასევე იხილეთ