top_leaderboard

ბათუმის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დაკავებულთაგან ოთხი პირი გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მოხდა დაკავება, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

რაც შეეხება ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ ოთხ პირს, მათგან ერთ-ერთი „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაპირისპირების დროს ხელმეორედ დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ.

ასევე იხილეთ