მესი, შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
MLS-ის კლუბმა, „ინტერ მაიამიმ“ და ლიონელ მესიმ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს. ამის შესახებ წერს გაზეთი ესპანური გაზეთი Marca.
წყაროს ცნობით, 37 წლის არგენტინელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. მესიმ კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.
აღნიშნავენ, რომ ახალ კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მესის MLS-ის სეზონებს შორის შესვენებისას იჯარით ევროპულ კლუბში გადასვლა შეეძლება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელმა რამდენიმეთვიანი პაუზისას ოპტიმალური ფორმის შენარჩუნება შეძლოს.