ბონდო მძინარაშვილი ლევან ღოღობერიძეზე: ის “ბავშვი ლევანი” რომ დაეპატიმრებინა მაშინდელ ხელისუფლებას, ალბათ, მაშინაც გამოჩნდებოდა ვინმე და იტყოდა, “ბავშვს ნუ იჭერთო”
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ბავშვებიო, ბავშვებიო და… ერთი სტატუსის ქვეკომენტარად დავწერე და აქაც გამოვაქვეყნებ:
1921 წელს ლევან ღოღობერიძე 22 წლის იყო, მაუზერით ხელში რომ შემოვარდა ბაქოდან წითელ არმიასთან ერთად და სამი წლის შემდეგ სისხლის კალო გალეწა საქართველოში: ათასობით ადამიანი შეიწირა და გაანადგურა – სტატისტიკურ მკვლელად იქცა!
ის “ბავშვი ლევანი” რომ დაეპატიმრებინა მაშინდელ ხელისუფლებას, ალბათ, მაშინაც გამოჩნდებოდა ვინმე და იტყოდა, “ბავშვს ნუ იჭერთო”, – წერს მძინარაშვილი.