top_leaderboard

მედიის ცნობით, შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე იხილეთ