top_leaderboard

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავად განაცხადა.

როგორც თურქული გაზეთი წერს, ქალაქ შანლიურფაში ჩასულ ერდოღანს ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„მე მომხრე ვარ თუ თქვენ ხართ მომხრე“, – თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.

ასევე იხილეთ