top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია, ამ ახალგაზრდებმა კარგად დაინახონ თუ რას ნიშნავდა ავტორიტარული რეჟიმი და გაავლონ პარალელი თუ როგორი მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი თუ როგორ მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მან საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ყველაფერი ორ მიზანს ემსახურება: პირველი არის ის, რომ აღდგეს სამართლიანობა და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს. მეორე – „ნაციონალური მოძრაობის“ მფლობელობაში არსებული ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები ცდილობენ ამ ახალგაზრდებს, რომელთაც ეს ყველაფერი არ ახსოვთ, დააჯერონ, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს, თუ რას ნიშნავდა რეალურად ავტორიტარული რეჟიმი და გაავლოს პარალელი, თუ როგორ მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ დღეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. 

ასევე იხილეთ