“პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება და არის ადეკვატური პასუხი. შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ ამ ლიბერალმა ფაშისტებმა, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციელს რომ ხელს დაარტყამ სახეში და შეურაცხყოფას მიაყენებ, აუცილებლად კანონის უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე გუშინ დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.