ლაშა გეგეჭკორი: რეალურად შეაფასეთ, რაც ხდება – ჯერ გაქვთ დრო, ისევ თქვენს მიერ მუქარით მოცემული დრო
“პროკურატურაში რომ გიბარებენ გამოკითხვაზე, მაგ. არჩევნების გაყალბების განცხადების გამო, გთხოვენ დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას, არ გაქვს-მისვლის გეშინია და მაგისტრ მოსამართლესთან გარბიხარ, მაშინ არ არის სასამართლო, კლანური და ჯიბის?”, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
“ძალიან გადაი*ვით თავზე-ყველას ემუქრებით! პასუხის მიღების შემდეგ კი ტირით და ყველა პოლიტპატიმარი ხდებით.
პოლიციელს ხელს უტყამთ. მოსამართლეს მონას ეძახით. ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებთ.
მმართველი პარტიის წევრებს-რუსებს. ამ პარტიის მხარდამჭერებს-ფულზე გაყიდულებს. თეატრის რეჟისორი ვადას გვაძლევს და იმუქრება. მსახიობი “მოლოტოვის კოქტეილს” ისვრის.” მეორე მსახიობი – ქვას. მესამე – პიროტექნიკას ესვრის სპეცრაზმს.
ჩვენ, კვერცხს არ/ვერ ვისვრით-არ შეიძლება. არადა,გვარამია გვმოძღვრავდა-კვერცხის სროლა გამოხატვის დემოკრატიული ფორმა არისო. ეს ყველაფერი ახლა ხდება და რეჟიმს სად ხედავთ. სააკაშვილი გინდათ თქვენ-ვივამედში რომ ზის, ის სააკაშვილი და რეჟიმს,ქუჩაში დახვრეტას და ნულზე დასმას ნახავდით ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედების ჩადენისას. არ იყო ასე? რეალურად შეაფასეთ რაც ხდება.ჯერ გაქვთ დრო. ისევ თქვენს მიერ მუქარით მოცემული დრო…”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.