top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: ჩვენს ინტერესშია, რომ საქართველო, როგორც მოკავშირე ისე განიხილონ და არა როგორც დაქვემდებარებული, მუხლებზე მდგომი კონკრეტული რაღაცა ფიგურა, რომელსაც ნებისმიერ დროს გაწევ და გამოწევ საითაც გინდა

„ამოცანა არის სწორედაც ის, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და მთავარი მიმართულება, მთავარი დარტყმა შემსუბუქდეს, რომელსაც იგი აწარმოებს უკრაინასთან მიმართებაში, ანუ ევროპის ცეცხლი გადაუნაწილდეს სამხრეთ კავკასიას, ვიანიდან საქართველო არ დარჩება მხოლოდ აგრესიის ობიექტი”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ჩვენს ინტერესშია, რომ გვქონდეს განწყობა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ საქართველო, როგორც მოკავშირე ისე განიხილონ და არა როგორც დაქვემდებარებული, მუხლებზე მდგომი კონკრეტული რაღაცა ფიგურა, რომელსაც ნებისმიერ დროს გაწევ და გამოწევ საითაც გინდა. ასე არ უნდა იყოს. ჩვენი ინტერესია, რომ ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ