top_leaderboard

ბათუმში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ტერიტორიიდან გაიყვანა

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ამ დროისთვის უცნობია, ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე პოლიციამ განარიდა ტერიტორიიდან თუ მოხდა მათი დაკავება.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ელენე ხოშტარია ადგილზე პლაკატების გაკვრას ცდილობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ გუშინ, 11 იანვარს დაკავებულ პირებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე იხილეთ