top_leaderboard

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში კვლავ გამანადგურებელ ხანძარს ებრძვიან. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

სტიქიის ადგილზე ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ, რაც ცეცხლის გავრცელების რისკს ქმნის. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან. სახანძრო სამსახურის ცნობით, წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.

„ხანძარსაშიში ვითარება ისევ არსებობს. გარწმუნებთ, რომ ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური სრულ მზადყოფნაშია. ძლიერი ქარი და დაბალი ტენიანობა ლოს-ანჯელესის მთელ ოლქში, ხანძრის გავრცელების საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ენტონი მაროუნმა.

ასევე იხილეთ