top_leaderboard

ენგელსის ნავთობის ბაზაზე მე-5 დღეა ხანძარს ვერ აქრობენ

რუსეთის ქალაქ ენგელსში, „როსრეზერვის“ ნავთობის ბაზაზე ხანძარს მე-5 დღეა ვერ აქრობენ. ხანძარი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შემდეგ გაჩნდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის ფართობი 80%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია კვამლის ოდენობა“, – დაწერა „ტელეგრამში“ რეგიონის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა.

10 იანვარს ბუსარგინი წერდა, რომ ხანძარი 2 დღეში ჩაქრება, როდესაც საწვავი ამოიწურება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რეგიონში ატმოსფერული ჰაერია დაბინძურებული, ხოლო „ტელეგრამში“ გუბერნატორის პოსტებზე მათ კომენტარებს ის შლის.

„როსრეზერვის“ ნავთობის ბაზა „კრისტალზე“ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის საწვავის მარაგი ინახება. ენგელსის აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავები უკრაინის ტერიტორიას რეგულარულად ბომბავენ. სხვა თვითმფრინავებთან ერთად აქ სტრატეგიული ბომბდამშენები „ტუ-160“ არის ბაზირებული.

ასევე იხილეთ