top_leaderboard

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი – საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა, აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო

„ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი – საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა“, – ამის შესახებ  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს,  ასეთია მორიგი „გულანთებული ახალგაზრდა“ ლაშა გაბიტაშვილის სახე, როდესაც მიხვდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გახდებოდა და საბოლოოდ ისევ თავისი დანაშაული გამოიკვეთებოდა,  პოლიციას უბრალო მოქალაქე დააჭერინა. მისივე ინფორმაციით, გიორგი გოგოლაძის ბედი სწორედ ახლა ირკვევა.

„ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი – საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც პროვოკატორი ლაშა გაბიტაშვილი მიხვდა, რომ პოლიციასთან სამართლებრივად ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა, რადგან პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის დეპუტატების ლანძღვა-გინება სწორედ მისგან დაიწყო და ადგილობრივ სამართალდამცველებს ამის დამადასტურებელი მასალებიც ჰქონდათ, გადაწყვიტა, ყველაფერი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძისთვის დაებრალებინა. გოგოლაძე გაბიტაშვილის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში უყურებდა, დაპირისპირების დროს კი ემოციურად ვეღარ მოითმინა და გაბიტაშვილს თეფში ესროლა.

დიახ, აი ასეთია მორიგი „გულანთებული ახალგაზრდა“ ლაშა გაბიტაშვილის სახე. იქ, სადაც მიხვდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გახდებოდა და საბოლოოდ ისევ თავისი დანაშაული გამოიკვეთებოდა, პოლიციას უბრალო მოქალაქე დააჭერინა.

ამჟამად აბუ-დაბის პოლიციას, სამწუხაროდ, მხოლოდ გოგოლაძე ჰყავს დაკავებული, უბრალოდ მოქალაქე, რომლის ბედი სწორედ ახლა ირკვევა“,  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ასევე იხილეთ