ზურაბ ქადაგიძე: რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს
„რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ”, – განაცხდა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ.
მისი თქმით, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს.
„როგორც ფონ ტრიერის „იდიოტებში“ ხდება, რადიკალებშიც იმავეს ვხედავთ – მოშარდვას ქუჩაში, თავ-პირის მტვრევას, სადღაც შევარდნებს, ქვების თუ კვერცხების სროლას და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიღებთ იმას, რომ საქართველოში, სადღაც, 10 000-მდე ადამიანი სერიოზულად პრობლემური მენტალობისაა. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება, აგაფეთქონ, თან აბსოლუტურად უაპელაციოდ – შეასრულებენ „რეჟისორის“ დაწერილ სცენარს.
ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ, რომ ეს გადამდები და მისაბაძი არ იყოს, რადგან უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილისთვის ეს ყველაფერი ტრენდი გახდა – კუბო ნამცხვრად შეჭამეს, ქრისტეს გამოსახულებით სასახლეს დაწვეს, 9 აპრილის მემორიალზე ვინც ცეკვავდა, დიდი კელაპტრით მოგვევლინა და ა.შ.
ანუ, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანების მიერ საკუთარ თავში იდიოტობის ძიება“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.