ფაბრიციო რომანო: „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის
„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის, – დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
„დღეს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის უშუალო შეხვედრა შედგა. „პარი სენ-ჟერმენმა“ უკვე მიაღწია სრულ შეთანხმებას კვარაცხელიასთან 5-წლიან კონტრაქტზე. მოლაპარაკებები კლუბებს შორის სწრაფად მიმდინარეობს 80 მილიონ ევრომდე გადასახადზე. პოზიტიური მოლაპარაკებები შედგა დღეს, შეთანხმება ახლა ძალიან ახლოსაა“, – აღნიშნა ფაბრიციო რომანომ.