top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს

როგორც 3 ათასი წელი საქართველო და ქართველები ვიყავით, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავლის 3 ათასი წელიც, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა გაჰყვეს.

„ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, არავინ დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესი.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ