“ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ თითოეული ის საკითხი, რომელიც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
„ყველა დეტალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია ან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ბურანში ამყოფოს, მოატყუოს. ამას ექნება კონკრეტული შედეგი, რომელიც იმ მავნებლური ძალის დასრულებაში გამოიხატება, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, – აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.